воскресенье, 9 ноября 2008 г.

ჩვენ თქვენი ნაწილი ვართ!


ჩვენ ისეთივე ბავშვები ვართ, როგორც ყველა თქვენგანი!
ჩვენც ისევე გვიხარია და გვწყინს, როგორც თქვენ!
ვცელქობთ, გვიყვარს და ვოცნებობთ თქვენსავით!
ჩვენ თქვენი ნაწილი ვართ!
ერთად გავატაროთ ბავშვობა!..

გახდით ჩვენი მეგობარი!

ჩვენ ვსწავლობთ მე-100 სკოლის ინტეგრირებულ კლასში. გვყავს მეგობრები, რომლებიც ყველაფერში გვეხმარებიან. ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვისვენებთ და ვერთობით. ჩვენი ბავშვობა მეგობრების დახმარებით საინტერესო და შინაარსიანი გახდა. მათი ცხოვრება ჩვენზე მზრუნველობითა და სიყვარულით შეივსო!
ლამაზია ბავშვობა, როცა ბევრი მეგობარი გყავს!..